როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

Area

Software Testing

Time

Time
7 PM (GET)

Date

Date 28 October 2021

როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

Area

Software Testing

Time

Time
7 PM (GET)

Date

Date 28 October 2021

Exactpro events

ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებული ონლაინ ვებინარი თემაზე ,,როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი” გაიმართა 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე. ვებინარზე წარმოდგენილი იყო კომპანიის ადგილობრივი სპეციალისტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. ღონისძიება ჩაატარეს Exactpro თბილისის HR დეპარტამენტის, ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ცენტრის ექსპერტებმა. მომხსენებლებმა ისაუბრეს ინდუსტრიებში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მზარდ მნიშვნელობაზე და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევებზე.

ვებინარზე განიხილეს შემდეგი თემები:

  • Exactpro-ს მისია და მიზნები,
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების განმარტება, ტესტირების საფუძვლები და ტიპები,
  • რატომ არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება მნიშვნელოვანი,
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები,
  • რჩევები და რეკომენდაციები საკითხავ რესურსებთან დაკავშირებით,
  • Exactpro-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერად მუშაობის უპირატესობები,
  • დასაქმების პროცესი Exactpro-ში.
  • ვებინარის საშუალებით, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც პროფესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, გაეგოთ  მეტი დასაქმების პროცესთან დაკავშირებით და დაესვათ შეკითხვები.

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე.

ვებინარის “როგორ გავხდე პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი” ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

ვებინარის ჩანაწერი

Presentations 1